Skip to content

2024 წლის 4-9 ნოემბერი, სტრასბურგი

ბიზნესისა და განათლების საერთაშორისო კონსორციუმი – ICBE იწყებს მონაწილეთა შერჩევას პროექტში „ახალგაზრდების როლის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის პროცესში“ მონაწილეობის მისაღებად.

პროექტში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო დემოკრატიის ფორუმში, რომელიც გაიმართება ქალაქ სტრასბურგში, ევროპის სასახლეში, World Forum for Democracy 2024 ევროპის საბჭოს სათავო ოფისში, 6-8 ნოემბერს.

პროგრამა მოიცავს:

  • მონაწილეების ცხოვრებას სტრასბურგში 3 ვარსკვლავიან სასტუმროში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში
  • დილის საუზმეს სასტუმროში
  • საკონფერენციო მასალებს
  • წინამოსამზადებელ სამუშაო შეხვედრებს საქართველოში
  • პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის თანხლებას პროგრამის განმავლობაში

პროგრამაში მონაწილეობის საფასური – 870 ევრო

ღირებულებაში არ შედის:

  • დამატებითი კვებისთვის განსაზღვრული თანხა
  • აეროპორტის ტრანსფერი და მატარებლის ბილეთი
  • ავიაბილეთი
  • შიდა ტრანსპორტირება

გაცნობებთ, რომ აღნიშნული ფორმა არის პროექტში მონაწილეობისთვის ინტერესის გამოხატვის ფორმა და არ წარმოშობს ფინანსურ ვალდებულებებს. თქვენი რეგისტრაციის შემდგომ, პროექტის მენეჯერი დაგიკავშირდებათ და მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას პროექტის შესახებ.

ინტერესის გამოხატვის ფორმა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ პროექტში მონაწილეობის ღირებულება გათვლილია მინიმუმ 10 მონაწილის დარეგისტრირების შემთხვევაში.

კანდიდატების მიერ ინტერესის დაფიქსირების შემდგომ, პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ჩატარდება საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა.

კანდიდატების აპლიკაციები განიხილება შემოსვლისთანავე. თქვენი კანდიდატურის შერჩევის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ აპლიკაციის გამოგზავნიდან ერთი კვირის ვადაში.